რეზონანსი
13.08.2020

რამდენიმე დღის წინ მახინჯაურში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა. არასრულწლოვანი ოთხი დღის განმავლობაში, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

შეგახსენებთ, მახინჯაურში ავარია 9 აგვისტოს მოხდა. ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე 3 ადამიანი დაიღუპა. ახლა დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×