რეზონანსი
12.08.2020

ის, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან ერთად, ცალსახად მიუთითებს, რომ არ გვაქვს მოდუნების უფლება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საყურადღებო იყო მესტიის მუნიციპალიტეტის შემთხვევა, როდესაც ჩასული მოგზაურების მიერ მოხდა ვირუსის გავრცელება.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის პირადი დაცვის საშუალებები არის ყველაზე ძლიერი და ეფექტური მეთოდი, რაც დღეს მეცნიერებისთვის ცნობილია. ესაა სოციალური დისტანცირება, ნიღბის ტარება და ხელის ხშირი დაბანა. ბოლო დროს განსაკუთრებით საყურადღებო იყო მესტიის მუნიციპალიტეტის შემთხვევა, როდესაც გარკვეულწილად ჩასული მოგზაურების მიერ მოხდა ვირუსის გავრცელება. ამჟამად ყველა იქ მყოფი მოგზაურის ტესტირება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ამბულატორიაში, რადგან თუ დაინფიცირების შემთხვევები იყო, მათი ძალიან სწრაფი გამოვლენა მოხდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×