რეზონანსი
12.08.2020

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტი იკეტება და იქ მკაცრი საკარანტინო ზომები უნდა გატარდეს.

„იქაც სრულად კონტროლირებადია. ჩვენი მთავარი ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი გახლავთ იქ თავისი გუნდით. მათ შეადგინეს გეგმა. იქ სამი სოფელია, სადაც ინფიცირებული საზღვარზე მომუშავე საპატრულო სამსახურის თანამშრომლები ადგილობრივები იყვნენ, ანუ სტეფანწმინდიდან და კიდევ ორი სოფლიდან. ამ ორი სოფლის ინტენსიური თერმოსკრინინგი დაიწყო და ასევე, გაფართოებული ტესტირება. იმედია, რომ იქ ინფექციის გავრცელება არ გვექნება. ყველა ზომა ტარდება. ის, რაც ახლა სოციალურ ქსელებში ვრცელდება, რომ იკეტება ყაზბეგის, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი და ან მკაცრი საკარანტინო ზომები უნდა გატარდეს და ა.შ., ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არის შემთხვევების გარკვეული მატება, რომელთაც კონტაქტები არ ჰქონიათ ბევრი, ყველა ეს კონტაქტი არის იდენტიფიცირებული და მოხდა უკვე მათი ტესტირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
2020   (13.08.2020)
150-მლნ-ევროს გამოყოფა, ევროკავშირიდან, კორონასთან საბრძოლველად და დაავადებათა ახალი კერების გაჩენა, როგორი დამთხვევაა-ჰააა, რავი, რავი, რავიიიი...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×