რეზონანსი
12.08.2020

მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 150 მლნ ევრო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა ევროკავშირის მხრიდან", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მთავრობის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები.

„მაკროფინანსური ინსტრუმენტი ითვალისწინებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, ასევე, მოიცავს სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს. უკვე განხორციელებულ რეფორმებს შორისაა, პენსიების ინდექსაცია, ენერგოეფექტურობა, რომლის კანონმდებლობაც ასევე მიღებულია. რეფორმების ნუსხა მოიცავს ისეთ სექტორებს როგორიცაა: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, სასამართლო რეფორმა. ყველაფერი ეს, ჯამში დაედო საფუძვლად მაკროფინანსური ინსტრუმენტის ამოქმედებას. მჯერა, რომ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს იმ ვალდებულებებს, რომლებიც ამ ინსტრუმენტის ფარგლებში იქნება აღებული“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მან, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებების დიდ ნაწილზე ხელი უკვე მოწერილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×