რეზონანსი
12.08.2020

მესტიის მუნიციპალიტეტის, ლენჯერის თემში საკარანტინო მდგომარეობა გამკაცრდა. პოლიცია რეგიონში, საკარანტინო ზონაში დაწესებული შეზღუდვების კონტროლს განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს.

სოფლებში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურაა მოწყობილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლები მოქალაქეთა სპეციალურ აღრიცხვას აწარმოებენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში შესული და გამოსული ადამიანების თერმოსკრინინგი. ამჟამად მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, სოზარ სუბარის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში ტესტირება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„დღევანდელი ტესტირება პრაქტიკულად დამთავრდა ყველა სოფელში. მაგალითად, ჭუბერში დაახლოებით, 250 ადამიანი გაიტესტა, სოფელ ფარში 100-მდე პირი, სხვადასხა სოფელში მიმდინარეობდა ტესტირება, ეს ყველაფერი დაჯამდება და გვეცოდინება შედეგი. ჯანდაცვასა და დაავადებათაა კონტროლის ეროვნულ ცენტრს უკვე აქვს პირველი 600 ტესტირებული ადამიანის შედეგი, მაგრამ თვითონ გაასაჯაროვებენ ამ ინფორმაციას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×