რეზონანსი
12.08.2020

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატების ნაწილს საქმის მასალები გადაეცათ. 19 წლის ფეხბურთელის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ინტერესების დამცველებს საგამოძიებო უწყებაში გაუთქმელობაზეც მოაწერინეს ხელი, რის გამოც ახალ ტომებში შეტანილ მასალასა და ჩვენებებზე ისინი ვერ საუბრობენ.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალი 5 პირს დაუმძიმდა, მათგან 2 არასრულწლოვანია. მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა მასალის მიღებაზე უარი განაცხადა. გაგნიძის ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს, სწორედ ამიტომ პროკურატურა მათ შეზღუდვას ცდილობს.

"ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ ხელწერილზე ხელმოწერას, გამომდინარე იქიდან რომ არ ვიბარებთ ამ მასალებს. არავის არავითარი გზა არ მოუჭრია. ეს არის აბსურდული ვერსია, რომელიც არაფრით არ დასტურდება და ვერანაირად ვერ დადასტურდება სასამართლოზე," - განაცხადა არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.

"ჩვენი მოსაზრებით პროკურატურის მიზანი არის, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები და უპირველესად ადვოკატებმა არ ისაუბრონ ამ არარსებულ მტკიცებულებებზე. თუ ვინმეს უფლებების და ინტერესების დაცვა ნამდვილად სურდა, ეს შეეძლო მანამდე გაეკეთებინა და აღნიშნული ხელწერილის შედგენა არ ხდება მხოლოდ 109-ე მუხლთან მიმართებაში," - აღნიშნა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

"ახალი მასალები არ აქვთ არაფერი წარმოდგენილი. არანაირი ახალი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს. ახლა უნდათ, რომ მონურად მიგვიყვანონ, ხელი მოგვაწერინონ თავისივე დაშვებულ შეცდომებზე და გვაღიარებინონ, რომ თურმე ახალი არაფერი არ ხდება და ამ ინფორმაციას, რადგან მე ხელი მაქვს მოწერილი, ახალ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით და გაუთქმელობა გვაქვს მიცემული, ვერ მივართვით, ამას არ გავაკეთებთ ჩვენ," - განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×