რეზონანსი
12.08.2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესის დაწყების გადადების პირობა არ არსებობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე დღეს არ არის საფუძველი იმისთვის, რომ არჩევნების თარიღი გადაიდოს.

„დღევანდელი მდგომარეობით, არ არსებობს არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილების", -განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×