რეზონანსი
12.08.2020

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და პარტია „ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური კონსულტაციები ფინალურ ფაზამდე ჯერ კიდევ ვერ მივიდა. მხარეები პოლიტიკურ კონსულტაციებს ერთმანეთთან კვლავ მართავენ. „ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ მის პარტიას ყოფილ პრეზიდენტთან უერთიერთობა არ შეუწყვეტია და მასთან მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას აწარმოებს.

„კონსულტაციები არ ჰქვია მხოლოდ იმას, რომ მერე მხარეებს შორის გარკვეული შერწყმა უნდა მოხდეს. ჩვენ მოსაზრებებს ინტენსიურად ვუზიარებდით ერთმანეთს. გიორგი ჩემი მეგობარია, ჩვენ არ შეგვიწყვეტია ურთიერთობა, რაც სამსახურიდან წამოვედით გიორგის ვადის ამოწურვის შემდგომ. საუბარი გიორგისთან დღესაც არის, ის ძალიან საინტერესო მრჩეველია სხვადასხვა პოლიტიკურ სიტუაციაში და მისი მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანია. თავად გიორგი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების ნაბიჯს გადადგამს თუ არა, ეს არ არის ცხადი. ჩვენი დიდი სურვილია, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს, მაგრამ მას პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყევტილება მიღებული არა აქვს",- განაცხადა ჩიხრაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა მარგველაშვილი „ლელოს" პროპორციულ სიაში? ჩიხრაძე გვპასუხობს:

„სიებზე ჯერ ძალიან ადრეა საუბარი. მაშინ, როცა „ლელოში" მივდიოდი, გიორგის ველაპარაკებოდი და ვეკითხებოდი რჩევას, „ლელომ" ესა თუ ის ნაბიჯი უნდა გადადგას თუ არა. სხვას ვერაფერს გეტყვით. მაჟორიტარი სხვა შემთხვევაა, რადგან მაჟორიტარებმა უფრო ადრე უნდა დაიწყონ საარჩევნო პროცესი. ახლა სამუშაო ბევრად უფრო მეტია, ვიდრე წარსულში იყო",- განაცხადა ჩიხრაძემ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×