რეზონანსი
12.08.2020

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს მალხაზ ურთქმელიძე უხელმძღვანელებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალის ახალ დირექტორს დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელთან სამედიცინო დაწესებულების განვითარების გეგმების შესახებ იმსჯელა და სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.

უწყების ცნობით, მალხაზ ურთქმელიძე სამხედრო ჰოსპიტალის უფროსად თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 10 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე ის მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. წლების განმავლობაში მალხაზ ურთქმელიძე შსს სამედიცინო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა.

სპეციალობით არის ექიმი-მკურნალი/ქირურგი. აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება. მინიჭებული აქვს მედიცინის დოქტორის ხარისხი. მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობისთვის.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (12.08.2020)
Гарибашвили криминалиа? Вер дагетанхмебит, ис дегенаратиа да ара криминали. Криминалобас чкуа счирдеба рац мас ар ааквс.

მიშა მაგარია ღარიბაშვილი კრიმინალია   (12.08.2020)
ღარიბაშვილო შენ ნაცებზე იძახი ცუდები იყვნენო და თქვენ რომ უარესები ხართ რა დაგიძახოთ ხალხმა. მოშორდით ოცნება ქვეყანას ნაცები მირჩევნია, თქვენ დრო უფრო კრიმინალური და ძველი ბიჭები გახდა ჩვენი მიშას დროს აყვავებული ქვეყანა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×