რეზონანსი
12.08.2020

თბილისის მასშტაბით დაინერგება გონიერი („ჭკვიანი") სატრანსპორტო სისტემა, რომლის შემადგენელი შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები დაკავშირებული იქნება ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრთან. „ჭკვიანი შუქნიშნების" სინქრონიზებული სისტემა საშუალებას მოგვცემს, შემცირდეს გზებზე საცობების რაოდენობა და შეუფერხებლად გადაადგილდეს საგანგებო მომსახურების (სასწრაფო-სამედიცინო, სახანძრო) მანქანები, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვის და საავტობუსო პარკის განახლების პარალელურად, მუდმივად მუშაობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების გატარებით, მდგრადი და განგრძობადი სატრანსპორტო შედეგების მისაღებად, თბილისის მასშტაბით დაინერგება გონიერი („ჭკვიანი") სატრანსპორტო სისტემა, რომლის შემადგენელი შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები დაკავშირებული იქნება ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრთან. „ჭკვიანი შუქნიშნების" სინქრონიზებული სისტემა საშუალებას მოგვცემს, შემცირდეს გზებზე საცობების რაოდენობა და შეუფერხებლად გადაადგილდეს საგანგებო მომსახურების (სასწრაფო-სამედიცინო, სახანძრო) მანქანები. ამ მიმართულებით, გერმანიის მთავრობის დახმარებით, კომპანია „გოპამ" უკვე ჩაატარა (ტექნიკურ-ეკონომიკური) მიზანშეწონილობის კვლევა და გამოცხადდა ტენდერი შესაბამისი ტექნიკის/აღჭურვილობის შესასყიდად. გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ჭკვიანი შუქნიშნების სისტემა საცობების ნაწილობრივ განტვირთვის შესაძლებლობას მოგვცემს. რა თქმა უნდა, მხოლოდ შუქნიშნები საცობებს მთლიანად ვერ განტვირთავს, მაგრამ მთლიანობაში, შუქნიშნები და სატრანსპორტო მიმართულებით მიმდინარე რეფორმები მოგვცემს შედეგს", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბახა   (12.08.2020)
და ყვითელ ავტობუსები ისევ რომ დადიან?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×