რეზონანსი
11.08.2020

23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ტრა­გე­დი­ამ­დე 1 კვი­რით ადრე, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის პა­რო­ლი შეც­ვლი­ლი იყო.

“ტრა­გე­დი­ამ­დე 1 კვი­რით ადრე, ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე პა­რო­ლი იყო შეც­ვლი­ლი. ეს იყო მისი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა, რო­მელ­ზეც ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ და შემ­დე­გი გან­მარ­ტე­ბა მოგ­ვცეს.

უნდა გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო, რად­გან პი­როვ­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლა რო­დე­საც ხდე­ბა, მისი ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტაც უქ­მდე­ბა. გა­უქ­მე­ბა­სა და შეც­ვლას შო­რის ძა­ლი­ან დიდი გან­სხვა­ვე­ბაა.

შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც უქ­მდე­ბა, მისი ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა უნდა გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო. მანდ გა­უქ­მე­ბა არ იყო, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტა იყო დარ­ჩე­ნი­ლი, მხო­ლოდ მისი პა­რო­ლი იყო შეც­ვლი­ლი. ჩვენ და გა­მომ­ძი­ე­ბელ­მაც მო­ი­თხო­ვა გა­და­ა­მოწ­მონ ვის­გან იყო პა­რო­ლი შეც­ვლი­ლი”, – გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (12.08.2020)
ეს ადვოკატი ხომ ყველაფერს თვითონ იწერს, განდიდების მანია ჭირს


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×