რეზონანსი
11.08.2020

გარდაცვლილი გოგოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, „ფორმულასთან“ საუბრისას განმარტავს, რომ შესაძლოა, ვიღაცას მასალებზე წვდომა ჰქონდეს.

დღეს, 11 აგვისტოს ადვოკატი ოჟახის წევრებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფოდა, ბაჩალიაშვილის მეილის შესასწავლად.

როგორც ადვოკატი ამბობს, მეილის გახსნის შედეგად ბევრი ინფორმაცია მიიღეს.

„რაც კი მის ფოსტაში იყო დეტალურად გავეცანით, ვრცელი ინფორმცაიაა, თუმცა დღეს მხოლოდ ნაწილი განვიხილეთ...

ფოსტაში ბევრი მიწერ-მოწერაა, მაგრამ უცნაურია ის ფაქტი, რომ 13-იდან 18 რიცხვამდე თამუნას მეილი არ მიუღია. არადა მეილები მას ყოველდრიურად მისდის დღემდე. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ეს კონკრეტული დღეები გაუჩინარებამდე ცარიელია და მეილები არ ფიქსიედება.

შესაძლებელია, ვიღაცას აქვს წვდომა ამ ყველაფერზე მაგრამ რანაირად დაზუსტებული არაა.“- განაცხადა რამიშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×