რეზონანსი
11.08.2020

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვეს.

როგორც თამარ ბაჩალიაშვილის მამამ შენობის დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, დღეს მათ გარკვეული ტიპის ინფორმაცია მიიღეს.

მისივე თქმით, დაახლოებით ორ დღეში მოხდება ტელეფონის გახსნა, რის შემდეგაც უფრო მეტი ეცოდინებათ.

„გარკვეული ინფორმაცია მივიღეთ. რაღაცები ვნახეთ. ტელეფონთან დაკავშირებით ჯერ არა, ალბათ, ერთ-ორ დღეში ეგეც იქნება. კომპიუტერთან დაკავშირებით , შიგნით რაღაცები იყო, ვიდეოები ვნახეთ. მგონი, პატარა რაღაცები მნიშვნელოვანი არის. რაღაცები უნდა შეცვალოს. დამატებით არაფერი უთქვამთ, უნდა დავაცადოთ, 1-2 დღე, ტელეფონი რომ გაიხსნება“, - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×