რეზონანსი
11.08.2020

მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველივე ადამიანი, რომელსაც სიცხე დაუფიქსირდა ცხელების ცენტრში რომ მისულიყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს მუნიციპალიტეტში 900-ზე მეტი ნიმუში აიღეს, ხვალ კი 200-მდე ადამიანს კარანტინში გადაიყვანენ.

სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ტესტირებაზე დამყოლობა საკმაოდ მაღალია და მოქალაქეებს მოუწოდა სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად გაიკეთონ ტესტირება, რათა ვირუსის გავრცელება არ მოხდეს.

„ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად მალე დამთავრდება ეს შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტში, რამდენად ჩქარა დამთავრდება გავრცელება. მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველივე ადამიანი, რომელსაც დაუფიქსირდა სიცხე, ის რომ მისულიყო გასასინჯად COVID-ცენტრში, ცხელების ცენტრში. დღეს გვაქვს სულ არ ვიცით რამდენი შემთხვევა ჯერ, იმიტომ რომ ახლა მიდის კვლევა, მაგრამ 10-ზე მეტი რომ არის ფაქტია და სავარაუდოდ შეიძლება ბევრად მეტი იყოს, იმიტომ რომ ამიტომაც მნიშვნელოვანი გავიკეთოთ ტესტირება. არაფერი ამაში საშიში არ არის“, - განაცხადა სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×