რეზონანსი
11.08.2020

არ გვინდა ჯერ 300-500-კაციანი ქორწილები და ჭირის სუფრები. ყველაფერი მოკრძალებული უნდა იყოს, სანამ პანდემიაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გმყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაში შეიქმნა ილუზია რომ კორონავირუსი დამარცხებულია, რაც მცდარია.

„მსოფლიოში ყოველდღიურად არის ახალი შემთხვევების მატება. შემთხვევათა რაოდენობამ მსოფლიოში 20 მილიონს გადააჭარბა უკვე. საქართველო მსოფლიოს ნაწილია. მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს კოვიდს. ილუზია შეიქმნა, რომ ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. არა, ბატონო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×