რეზონანსი
11.08.2020

ამ კვირის ბოლომდე მესტიის მუნიციპალიტეტში 4000 ადამიანი იქნება გამოკვლეული ,- ამის შესახედაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში ჯამში ახალი კორონავირუსის 18 შემთხვევა დადასტურდა.

„გუშინ დაახლოებით 380-მდე ნიმუში იქნა აღებული, რომლის შედეგებიც 1 საათში იქნება. ბრიგადების რაოდენობა, ვინც ტესტებს იღებს 14-მდე გაიზარდა. სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან მოხდა ნიმუშების აღების მობილიზება, არსებობს მორიგეობის გრაფიკი, ბოლო მონაცემით 900-მდე ნიმუში სწორედ ახლა იგზავნება და ნაწილდება ზუგდიდსა და ქუთაისში.

განვსაზღვრეთ სამიზნე კონტიგენტი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს. ლენჯერი თითქმის დავასრულეთ, ასევე დაბა მესტიაში, უშგულში და რამდენიმე სოფელში, დაახლოებით 4000-მდე სამიზნე გამოსაკვლევი ადამიანის გავნსაზღვრეთ, როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, იმ ადამიანების ჯანმრთლობის მდგომარეობა, ვისაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა დამაკმაყოფილებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×