რეზონანსი
11.08.2020

„ჩვენ კარგად გვახსოვს 2019 წლის ივნისის მოვლენები. ცალკე განსახილველია ის შეცდომა, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ და ვთქვით, რომ შეცდომა იყო, მაგრამ ამის შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები, რა თქმა უნდა, იყო და არის პირდაპირი მცდელობა ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის. რა თქმა უნდა, მაშინ სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და პასუხი გავეცით საკადრისი, ისეთი, როგორიც უნდა გაგვეცა ჩვენ მაშინ, მაგრამ ეს ძალა, რომელიც ქმნის დესტაბილიზაციას ქვეყანაში, რომელიც არის მთავარი დესტრუქციული ძალა და ქაოსის შემომტანი ჩვენს ქვეყანაში, ყველამ ერთად უნდა გავიყვანოთ პოლიტიკური ველიდან" - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყვარელში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარსადგენად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„2012 წელს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით შეუძლებელი და მაშინ ხელისუფლებას, მმართველობას ჩამოვაცილეთ ეს ყველაზე საშიში ადამიანების გაერთიანება. გუშინ ვთქვი და მინდა გავიმეორო - ადამიანი არის საშიში და მით უფრო, ხელისუფალი არის საშიში მაშინ, როცა ძალაუფლებას არ აბალანსებს ღირსება. ამ ადამიანებში ღირსების არავითარი ნატამალი არ არსებობს. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა ამ ადამიანების ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ახლა ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს 2020 წელს ამ ადამიანების, ამ ანტიეროვნული ძალის პოლიტიკური ველიდან გაყვანა. ეს შეუძლებელია თქვენი მხარდაჭერის გარეშე" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„მთავარი მონაპოვარი სწორედ მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლებაა, მყარი საფუძველი, რასაც უნდა დაეშენოს განვითარება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა. ვმოგზაურობთ რა ჩვენს რეგიონებში, ვხედავთ რომ ჩვენი მოსახლეობა არის გაჭირვებული. პრემიერი თავის გამოსვლებში მუდმივად საუბრობს იმაზე თუ როგორ უნდა დავაჩქაროთ ეკონომიკა და განვითარება. გამოწვევები ძალიან ბევრია და ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს სიტუაცია გააუარესა პანდემიის შემოსვლამ ჩვენ ქვეყანაშიც. იმის მიუხედავად, რომ მართლაც უნიკალურად იმართა ჩვენი მთავრობის და ჩვენი გუნდის პარტიის ხელმძღვანელის ჩართულობით ეს კრიზისი და მოსახლეობას ჩვენ ავარიდეთ ძალიან სერიოზული გამოწვევა, ძალიან სერიოზული განსაცდელი, ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ ეს გაჭირვება და ეს სიდუხჭირე არ დამდგარა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს თავს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში თვითონ ვანგრევდით ჩვენს ქვეყანას, თითქოს რაღაც მოჩვენებითს ვაშენებდით და ერთი ხელის მოსმით, ჩვენივე ხელით ვანგრევდით. აგვისტოს ომი ამის ნათელი მაგალითია. 2008 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ ძალიან დიდ ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა - დაკანონდა ოკუპაცია, ჩვენ დავკარგეთ 100 -ზე მეტი სოფელი, კოდორი, ახალგორი, ათიათასობით დევნილი მივიღეთ და ამ გამოწვევის წინაშე ვართ თქვენთან ერთად. ამიტომ, მთავარი, რის შენარჩუნებაც გვჭირდება, არის სწორედ იმ მთავარი მონაპოვარის - სიმშვიდის, სტაბილურობისა და თავისუფლების შენარჩუნება, რომელიც უნდა გავამყაროთ ყველამ ერთად, ოქტომბრის არჩევნებში იმისთვის, რომ გვქონდეს გრძელვადიანი განვითარება და სტაბილურობა ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (11.08.2020)
Ам приматзе амбобен Сорбонаши аквс "ганатлеба" мигебулио. Дзалиан саечвоа. Каргит , джандабас магис охери тави. Турме сакартвелос мтавробам вер моахерха омис тавидан ацилеба, рамдени цинизми да уцигнуробаа ам бодваши. Ки маграм ше черчето, бордеризациас ратом вер ицилеб? ес ерти да меоре, Ерекле мефец дамнашавеа ром Крцанисис ацилеба вер моахерха? Да саертод квела картвели мефе дамнашаве кофила уамрави омебис квекниствис тавидан вер ацилебаши. Ехла могвевлина сами хиставианис трио (Гарибашвили-Каладзе-Волски) да ганцхадебас ганцхадебазе аврцелебен ром квекана шинаур дапириспирбаши чаитрион. Ар гамогиват виришвило маимунебо , маграм ту гамогивидат машин пирвел ригши тквени да тквени ахлоблебис тавеби гагордеба, да ара марто тквени. Схвата шорис 1795 цлис сектемберши Гарибашвилеби, каладзееби, Волскеби, Матикашвилеби, Оханашвилеби да кидев дзалиан беврад беври дарбоднен Тбилисис кучебши шедзахилебит: "...мена гурджи не..." тан дзарцвавднен картвелебис сахлебс. Зустад асе ико афхазетшиц, огонд ик русулад идзахднен ...ми не грузини... Мокмеди пиреби икац исини иквнен Гарибашвилеби, Матикашвилеби, Оханашвилеби, Волскеби, Гогашвилеби...

ჭორლეონე   (11.08.2020)
ლოგოპედი აიყვანე შე ბლუ ყლეო, იქნებ გავიგოთ რას ბოდავ.

ივანე   (11.08.2020)
მეჭურჭლეთუხუცესო : რამდენი რეზინის ტყვია შეიძინეთ არჩევნებისთვის ?????


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×