რეზონანსი
11.08.2020

23 წლის პროგრამისტის თამრ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გაუგებარია შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება საქმეში FBI-ს საჭიროებისამებრ ჩართულობაზე, მაშინ როდესაც გენერალური პროკურორისგან მიიღო დაპირება, რომ ფედერალური საგამოძიებო ორგანოები საქმის კურსში არიან და ჩართულობაც იქნება.

"ცოტა უცნაურად მეჩვენება ამ განცხადების გაკეთება, იმის გათვალისწინებით, რომ მთავარმა პროკურორმა, მის მოადგილეებთან ერთად, ძალიან მტკიცედ და მყარად გაგვაცნო ის დოკუმენტაცია, სადაც პირდაპირ იყო მითითებული რომ ყველა ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია შინაარსობრივად თამუნას სოციალურ ქსელთან , „მესენჯერიდან", „ფეისბუქიდან" , „ვოთსაფიდან" სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით, გამოთხოვა უკვე ხდება. ეს პირდაპირ კავშირშია ფედერალური საგამოძიებო ორგანოების მონაწილეობასთან.

ამავდროულად, ყველა ის საკითხი, რაც შეეხებოდა ექსპერტიზის ჩართულობას, პირდაპირ, ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ კომპიუტერის და ლეპტოპის გადაგზავნა იქნება, თუ მოწვევა ამ პირების, მხარდაჭერილი იქნებოდა და პრობლემები არ შეიქმნებოდა. თვითონ ავტომობილთან დაკავშირებით ითქვა, რომ დრო რომ არ გაწელილიყო ევროპიდანაც შეიძლებოდა მათი წარმომადგენლების მოწვევა.როდესაც ზედამხედველობას საგამოძიებო ორგანოზე პროკურატურა ახორციელებს, არ მესმის რატომ უნდა კეთდებოდეს ასეთი განცხადება. შინაგან საქმეთა სამინისტროზე მეტად პროკურატურა წყვეტს.

ნამდვილად, ვერ გეტყვით რამ განაპირობა ამგვარი განცხადება. თვით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მყოფმა ატაშემ, ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა, კომუნიკაციის პირველივე დღიდან, რაც არსებობს გენერალურ პროკურორთან განაცხადა, რომ საქმის კურსში არიან, ეს კომუნიკაცია მხარდაჭერილია და ჩართულობაც იქნება",- განაცხადა რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×