რეზონანსი
11.08.2020

ქობულეთში, სოფელ გვარაში პოლიციელზე თავდასხმისა და დაჭრის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მოქალაქემ მსუბუქი ავტომობილით საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი არ დაემორჩილა.

უწყების ინფორმაციით, მამაკაცი "სისხლის სამართლის კოდექსის" 353 პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში მსუბუქ ავტომობილს ატარებდა, როდესაც ბოძს შეეჯახა, შემდგომ კი სამართალდამცავების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა.

მათივე ინფორმაციით, ინცინდენტის დროს, მოქალაქემ ერთ-ერთი პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა, მეორეს კი ფიზიკურად გაუსწორდა. ორი პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცავებმა კლინიკა უკვე დატოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×