რეზონანსი
11.08.2020

  

გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს ფიგურანტი ყველა ავტომანქანის გადაადგილების ტრაექტორია გაიშიფრა და უტყუარად დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილას მხოლოდ „ტოიოტა ქამრი“ იყო.

მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ადგილზე „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა არ იმყოფებოდა. „დაზარალებულზე მეტად უნდათ, რომ 5 ბრალდებულით მეტი იყოს დამნაშავე?“- აცხადებს ნიკოლაძე.

„გაიშიფრა ბოლომდე ავტომანქანების გადაადგილების ტრაექტორიები - ანძებით, ვიდეოკამერებით, ყველა სათანადო საშუალებით, რაც კი გამოძიებას მოეპოვებოდა და დადგინდა, რასაც ვამბობდით, რომ შემთხვევის ადგილას სხვა მანქანა, მათ შორის ვერცხლისფერი „მერსედესი“, რომელზეც იყო მითქმა-მოთქმა, ეს მანქანები, არცერთი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. უტყუარად დადასტურდა, რომ მხოლოდ „ტოიოტა ქამრი“ იმყოფებოდა და მხოლოდ მისი მგზავრები“,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ „ინტერპრესნიუსის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×