რეზონანსი
11.08.2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ საქმეში ისეთი მტკიცებულება იქნება, რომელიც წარდგენილ ბრალს ზურგს გაუმაგრებს.

ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალის დამძიმების მოლოდინი არ ჰქონდა.

" საქმე გამოყოფილი იყო, თუმცა რა თქმა უნდა, არც ახლა არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ საქმეში იქნება ისეთი მტკიცებულება, რომელიც წარდგენილ ბრალს რაიმე სახით ზურგს გაუმაგრებს, თუმცა დაველოდოთ მასალებს დაცვის მხარისთვის გადაცემას და შემდეგ იქნება ამ მტკიცებულებების შეფასება, დაცვის სტრატეგიის განსაზღვრა. საქმეში არსებული მტკიცებულებები ამ დროისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ადასტურებს, შესაბამისად, პროკურატურის ის პოზიცია, რომ საქმეში მათ აქვთ მტკიცებულებები და ბრალის წარდგენის შემთხვევაში დაადასტურებენ ბრალად წარდგენილ ქმედებას, რა თქმა უნდა, პროკურატურის ეს პოზიცია ჩემთვის გაუმართლებელია",-აცხადებს არჩილ ბერიანიძე.

ცნობისთვის, პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის" მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×