რეზონანსი
11.08.2020

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის" მგზავ­რე­ბის - 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე" ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თუ­ლი ბრი­ფინ­გი­დან ირ­კვე­ვა, ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დათ ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ­გან 6 არას­რუ­წლო­ვა­ნია. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ნა­წილს გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბას, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­სა და გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.

ყვე­ლა მათ­გან აღ­კვე­თის ღო­ნის­ძე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ლიანა   (11.08.2020)
.სამუდამო პატიმრობაც კი ცოცაა მათჰთვის..ისინი ისე უნდა მოკლა როგოც გიორგი მოკლეს...

ლალი ქობალია.   (11.08.2020)
ამათთვის სამუდამო პატიმრობაც ცოტაა. კარცერში უნდა ამოხადო სული. როგორც იმ თვალხატულა ბიჭს დაუბნელეს მზე, იგივე უნდა გამოაცდევინო მთელი ცხოვრება, რომელიც სიკვდილზე უარესი იქნება.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×