რეზონანსი
11.08.2020

ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის, ადვოკატის ტარიელ ბალაბანიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, პირს ბრალდება 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ადვოკატის თქმით, გირაოს თაობაზე შუამდგომლობის დაყენებას დაცვის მხარე არ აპირებს.

"ბრალი წარედგინა 2 მუხლით 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება). 108-ე მუხლთან მიმართებით თავს დამნაშავედ არ ცნობს, ხოლო მეორე მუხლით წარდგენილ ბრალს ეთანხმება. ჩვენებას არ აძლევს. იყენებს დუმილის უფლებას. შუამდგომლობის დაყენებას გირაოსთან დაკავშირებით არ ვაპირებთ", - განაცხადა ბალაბანიშვილმა.

ცნობისთვის, ახალციხის რაიონული სასამართლო დღეს დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×