რეზონანსი
11.08.2020

საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, შავი ზღვის ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით.

„შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასებმა გავრცელება გასულ ღამეს დაიწყო, დასავლეთ საქართველოში ყველგან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმა. არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩეუნდება, როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, იქნება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით და პერიოდულად გამოიდარებს.

დასავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა, დღეიდან აგრილდება და ტემპერატურა 23-28 ‎გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში 26-31‎ გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს და 28-30‎ გრადუსი იყოს", - განაცხადა ნიორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×