რეზონანსი
11.08.2020

9 აპრილის გმირი ლელა ვე­ფხვა­ძე წლე­ბია ქი­რით ცხოვ­რობ­და და პე­რი­ო­დუ­ლად ბი­ნის დაც­ლა უწევ­და, რაც მის­თვის, რო­გორც უსი­ნათ­ლო ადამიანისთვის, დიდ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და. მას ეს პრობ­ლე­მა ამი­ე­რი­დან აღარ ექ­ნე­ბა, რად­გან სა­კუ­თარ სახ­ლში იცხოვ­რებს. ლელა ვე­ფხვა­ძეს ფოდ­მა "ქარ­თუმ" ბინა უყი­და. "ამბები" 9 აპ­რი­ლის გმირს და­უ­კავ­შირ­და:

"მე ქი­რით ვცხოვ­რობ­დი ჩემს დიდ ოჯახ­თან ერ­თად, უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი წე­ლია. ამ ბი­ნა­ში 600 ლარს ვიხ­დი­დი ქი­რით, სა­ი­და­ნაც მე­რია 400 ლარს მი­ფი­ნან­სებ­და. მარ­თა­ლია 2 წელი კი­დევ მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ამო­წურ­ვამ­დე, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მი­კავ­შირ­და მე­პატ­რო­ნე და მი­თხრა, რომ გა­ყიდ­ვა გა­და­წყვი­ტა.

არა­სო­დეს და­მი­წე­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პე­სი­მის­ტუ­რი პოს­ტი, მაგ­რამ მე­პატ­რო­ნეს­თან სა­უბ­რის შემ­დეგ, ტე­ლე­ფო­ნი რომ გავ­თი­შე, იმ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, რომ ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში დავ­წე­რე. ამის შემ­დეგ გა­მო­მეხ­მა­ურ­ნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და რამ­დე­ნი­მე მა­სა­ლა გა­კეთ­და. ბო­ლოს არ ვიცი რო­გორ და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ყუ­რამ­დე მი­ვი­და. ძა­ლი­ან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა გულ­თან და ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი მას.

დიდი ბი­ნაა და ია­ტაკ­ზე არა­ვის მოგ­ვი­წევს და­ძი­ნე­ბა. არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ გა­უ­მა­ძღა­რი ადა­მი­ა­ნი და რაც მაქვს, კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ვარ­კე­თილ­შია ბინა და წუ­ხელ არ მე­ძი­ნა ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან. წნე­ვამ ამი­წია და ძლივს მი­ვე­დი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლამ­დე დღეს გა­სა­ფორ­მებ­ლად. მთე­ლი ოჯა­ხი გა­ხა­რე­ბუ­ლია.

მეტ­რო­ში ვმღე­რი და ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი ესაა და მეტ­როს­თან თუ ახ­ლოს არაა ბინა, ძნე­ლია ჩემ­თვის. მარ­თლა სას­წა­უ­ლია, ოც­ნე­ბა­შიც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ამას. მე ალ­ბათ ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვერ შევ­ხვდე­ბი და დიდი მად­ლო­ბა მას ყვე­ლაფ­რის­თვის, სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბია და მი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი გვყავს და მის ოჯახს სი­კე­თე არ მო­აკ­ლოს ღმერ­თმა. აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და გი­თხრათ, რომ ამ კამ­პა­ნი­ის დროს მე შე­ვი­ძი­ნე მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და ესეც ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა ჩემ­თვის. ბინა ბი­ნა­აა და კარ­გია, მაგ­რამ უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პოვ­ნით“, - განაცხადა ლელა ვე­ფხვა­ძემ.

წყარო: ამბები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ere   (11.08.2020)
ra mogitana damoukideblobam imgere metroshi ai es mogitana sakartvelos damoukideblobam

Robi   (11.08.2020)
Gilocavt bednierad gacxovrot upalma,tqveni xma ba shobashi chamesmoda,im adamians didi madloba amden siketes rom aketebs am daunaxavi xalxistvis...

***   (11.08.2020)
არცერთი კომენტარი, მივულოცოდ მაინც ეს, ქალი იმსახურებს ამ ბედნიერებას. სიკეთე გადამდებიაო, მაგრამ რატომღაც ჩვენს მილიონრებზე არ ვრცელდება, კაპიკს ვერ გააგდებინებ, ბიძინასთვის კი სიკეთის კეთება სულის მოთხოვნილებაა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×