რეზონანსი
11.08.2020

სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, ეკონომიკისის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 სასტუმრო დროის უმოკლეს ვადებში საკარანტინო სივრცეებად მოაწყო.

ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილია 518 მოქალაქე, აქედან 343 მესტიაში მდებარე სასტუმროებში, ხოლო 171 მოქალაქე აჭარის რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეებშია მოთავსებული.

ადმინისტრაციის ორგანიზებით სვანეთში მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად ტრანსპორტი იყო მობილიზებული. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებსაც, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფებოდა სვანეთში და ორგანიზებული მეთვალყურეობის ქვეშ გაემგზავრა სხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო ზონაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×