რეზონანსი
11.08.2020

გუშინ ღამით ტრაგედია დატრიალდა ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე.

მახინჯაურსა და ჩაქვს შორის საზარელი ავარია დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე მოხდა. ტროტუარზე იდგა 7 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. ისინი ბაბუას აცილებდნენ რუსეთში და ზუსტად იმ მომენტში, როცა ხელს უქნევდნენ ქობულეთის მხრიდან, მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომობილი დაეჯახა.

დაიღუპა ბებია, რძალი და შვილიშვილი. ერთი ბავშვი ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება მართვით სუნთქვაზე. ორი ბავშვი გაწერეს.

"პატარა სტუმრად იყო ორი დღით ჩამოსული კახეთიდან. ექვსი წლის წინ, მისი მშობლებიც ავტოავარიაში დაიღუპნენ. მცხეთასთან მოხდა ავარია, სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს შეეჯახა, რასაც შვიდი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა და ორი გუშინ გარდაცვლილი ბავშვის დედ-მამა იყვნენ", - განუცხადა “პრაიმტაიმს” ოჯახის ახლობელი გურამ ბერიძემ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×