რეზონანსი
10.08.2020

არ მგონია, გიგა ბოკერია ადამიანის, სახელმწფოს, მისი ფასეულობების ან თუნდაც, მომავლის ხედვაში შემეჯიბრება, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმუარა, სადაც ბოკერიამ აღნიშნა, რომ ზურაბ ჯაფარიძისა და გია ვოლსკის კანდიდატურები საბჭოთა და თავისუფალ საქართველოს შორის ერთგვარი დაპირისპირება იქნება.

გია ვოლსკის თქმით, სპეკულაცია იმის თაობაზე, ვინ რამდენი წლის არის, რომელი თაობის პლიადას ეკუთვნის, უადგილოა.

„მართლაც, საბჭოთა პერიოდში ვარ დაბადებული, ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. იმ სტრუქტურებში, სადაც ვმუშაობდი ბევრი ადამიანი ორი ნიშნით გამორჩეოდა ისევე, როგორც ახლა - სახელმწიფოსა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებით.

არ მგონია, გიგა ბოკერია ადამიანის, სახელმწფოს, მისი ფასეულობების საუკეთესო ტრადიციების მიმართ დამოკიდებულაბაში, ან თუნდაც, მომავლის ხედვაში შემეჯიბრება.

მაშინ, როცა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში პირველ საელჩოებს ვხსნიდით, სწორედ ამ თაობისთვის ვამზადებდით პლატფორმას და გზას უკეთესი განათლებისთვის. ეს თემა კვლავ დღის წესრიგშია. არ მგონია, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ამ ასსპარეზზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე „ქართულ ოცნებას. აქედან გამომდინარე ადამიანის ჩამორჩენილობა არ უნდა შევაფასოთ მისი დღევანდელი პოზიციით.

სპეკულაცია იმის თაობაზე, ვინ რამდენი წლის არის, რომელი თაობის პლიადას ეკუთვნის, უადგილოა და გამოხატავს თუნდაც გიგა ბოკერიას დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ.

ამ პოლიტიკურ გუნდს. რაიმე სიკეთე, არც ახალგაზრდებისთვის გაუკეთებია და არც ძველი საზოგადოებისთვის მიუხედავს, როცა უამრავ ადამიანს უჭირდა და სიკვდილის პირას იყო.

რაც შეეხება ახალგაზრდებში პრობლემებს, სწორედ მისი ხელისუფლების პირობებში შეიქმნა პრობლემები და უმძიმესი შთამომავლობა მივიღეთ - არაერთი გაყიდული სახლი და არაერთი ადამიანი, რომელმაც თავის კისერზე გამოსცადა, თუ რა არის სადისტური მმართველობა.

ახალგაზრდული თემით სპეკულაცია არასწორია, ეს არის ზნედაცემულობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშანი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დღეს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ზურაბ ჯაფარიძის მაჟორიტარად დადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა. გიგა ბოკერიას შეფასებით, აღნიშნულ ოლქში გარკვეული თვალსაზრისით სიმობულური დაპირისპირება იქნება.

„რაღაც თვალსაზრისით სიმბოლური დაპირისპირებაც იქნება ვოლსკისა და ჯაფარიძის შორის დაპირისპირება - ეს არის საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება",- აღნიშნა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×