რეზონანსი
10.08.2020

მესტიამდე მისასვლელი გზა ჩაიხერგა. შავღელეს მონაკევეთზე მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისათვის ადგილზე ისევ გადაუღებლად წვიმს და რთული ვითარებაა.

მესტიამდე მისასვლელ გზაზე კი ავტომანქანების კოლონა დგას, რომლებიც გადაადგილებას ვერ ახერხებენ. სამართალდამცველები ტერიტორიაზე არც ჟურნალისტებს უშვებენ.

მეწყერის გამო შესაძლოა წითელ ზონაში ეპიდემიოლოგების ჩასვლა და მოსახლეობისთვის პროდუქტის ჩატანა.

მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს სვანეთში არსებული ეპიდ ვითარება. დღეს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით მესტიასა და უშგულში კარანტინი გამოცხადდა, რის გამოც იქ მყოფ მოსახლეობას, მათ შორის ტურისტებს და ადგილობრივებსაც გადაადგილება შეზღუდული აქვთ. რეგიონის დატოვების შემთხვევაში მათ 2 კვირიანი კარანტინის გავლა ევალებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×