რეზონანსი
10.08.2020

ოპერაცია არ ჩაუტარებია ვახტანგ ყიფიანს, ის გართულება, რაზეც საუბრობენ დაცვის მხარე და პროკურატურა, დაიწყო ანესთეზიის ეტაპზე, შესაბამისად ქირურგიული ჩარევა არ განხორციელებულა, - ამის შესახებ ვახტანგ ყიფიანის ადვოკატმა, სალომე ჯანუაშვილმა განაცხადა.

„გართულდა პაციენტი, რის გამო, არ არის დადგენილი, დღემდე არ არსებობს არანაირი დასკვნა, არანაირი აზრი, არანაირი მოსაზრება რას შეეძლო გამოეწვია პაციენტის ასეთი მდგომარეობა, მაგრამ ეს მოხდა ანესთეზიის ეტაპზე. ქირურგი მასთან ახლოს მისული არ ყოფილა, არც ვახტანგი და არც იტალიელი ქირურგი, რომელიც ამ პროცედურისთვის იყო ჩამოსული იტალიიდან.

ვახტანგ ყიფიანის ლიცენზია მოიცავს სისხლძარღვთა ქირურგიას. ეს კონკრეტული წარმონაქმნი რაზეც მანიპულაცია უნდა მომხდარიყო, იყო სისხლძარღვზე არსებული წარმონაქმნი, იმ დასკვნაში რომელზეც საუბრობს დაცვის მხარე და ბრალდების მხარე, წერია რომ ამ პროცედურას, რადგან ეს სისხლძარღვი გადიოდა ხერხემლის მიდამოში, ამ პროცედურაზე სასურველია დასწრებოდა ორთოპედიც და მისი კონსულტაციაც ყოფილიყო. რეალურად ეს საკანონმდებლო ხარვეზია და არა ვახტანგ ყიფიანის ლიცენზიის პრობლემა. მედიცინის განვითარებას ვერ ესწრება დოკუმენტაცია ლიცენზიის გაცემის და ლიცენზიის მოწესრიგების მხრივ. რეალურად, სისხლძარღვებზე არსებულ ნებისმიერ ჩარევას, ატარებს ის ქირურგი, რომელსაც აქვს ლიცენზია სისხლძარღვებთან მუშაობაში. ამ პროცედურას ვახტანგ ყიფიანის ლიცენზია სრულად ფარავს.

ის რომ პროცედურა ჩატარდა სისხლძარღვზე - ერთმნიშვნელოვანია და ის, რომ ვახტანგ ყიფიანს აქვს ლიცენზია რომლითაც უფლება აქვს ნებისმიერი ჩარევა განახორციელოს სისხლძარღვსა და მასთან არსებულ ნებისმიერ პრობლემაზე ეს ერთმნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×