რეზონანსი
10.08.2020

"კურიერის" ინფორმაციით, მცხეთაში მოქმედი ცხელების ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყაროდ პაციენტი სახელდება. შუახნის ქალმა კოვიდ ინფექციაზე დადებითი პასუხი დღეს მიიღო. ინფორმაციას "კურიერს" კლინიკური დირექტორი ლიკა მუმლაძე უდასტურებს.

"დაგვემატა ხუთი ახალი პაციენტი, ერთი საზღვრიდან შემოსული სატვირთოს მძღოლია. ზოგადად ჩვენს კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და საშუალოა. ერთი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება ჩვენს თანამშრომელს, რომელიც კლინიკის დამლაგებელია, ერთი კვირაა სამსახურში არ ყოფილა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მისი ყველა კონტაქტი მოძიებული აქვს და ეს კონტაქტები მინიმალურია. ყველა მათგანთან შესაბამისი ზომები გატარებულია,"- აცხადებს მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ლიკა მუმლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×