რეზონანსი
10.08.2020

მესტიაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებს შორის ოჯახის რამდენიმე, მათ შორის, ორსული წევრი და ერთი მესტიის საავადმყოფოს ექიმია.

სავარაუდოა, რომ COVID-19 ლენჯერში სტუმრად მყოფი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მიიტანა, რომელიც სხვების ინფიცირების წყარო გახდა. კორონავირისით მათი ინფიცირების შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ოჯახის დიასახლისი ცხელებით მესტიის საავადმყოფოში მიიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში გადაიყვანეს. სწორედ მესტიის საავადმყოფოში დაინფიცირდა ექიმი, რომელმაც პაციენტი მიიღო.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესტიის ცენტრის ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული გუშინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და ისინი კლინიკებში გადაიყვანეს. ამ დროისთვის კი ჩაკეტილ ლენჯერში, მესტიასა და უშგულში, სადაც ინფიცირებულები გადაადგილდებოდნენ, ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×