რეზონანსი
10.08.2020

შემოდგომაზე, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანა, ჩვენც ველოდებით გარკვეულ გამწვავებებს, –  ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება ინფექციის პიკს არ უკავშირდება.

„ეს არის გარკვეული პროცესი, რომელიც ხასიათდება გარკვეული რიცხოვნობის ზრდით. ეს არ გახლავთ შესაძლო პიკი, რომელსაც შემოდგომაზე ველოდებით. შემოდგომაზე, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანა, ჩვენც ველოდებით გარკვეულ გამწვავებებს. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი მოსახლეობის მაქსიმალურად ინფორმირებულობა. რაც შეეხება საკარანტინო პერიოდს, ისევე როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მსგავს აფეთქებას ჰქონდა ადგილი, მნიშვნელოვანია, რომ გავლილი იყოს ორი საკარანტინო პერიოდი, რაც ნიშნავს 28 დღეს. გამომდინარე იქიდან, თუ რა დასკვნებს გააკეთებენ ეპიდემიოლოგები, იქნება დამატებით მიღებული გადაწყვეტილება, შემცირდება ეს პერიოდი, თუ დარჩება 28 საკარანტინო დღედ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×