რეზონანსი
10.08.2020

ახალქალაქში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებული არტურ გაბრელიანის დედამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ის დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ ოჯახს სისტემატურად ავიწროვებდნენ, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. კერძოდ, მისი თქმით, დაკავებულის ძმა სცემეს და ეს მამას აყურებინეს.

დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და სამართალდამცავების მხრიდან დროულ რეაგურებას ითხოვენ.

"სახლში ვიყავით, პოლიციას არაფერი გაუკეთებია, არც არაფერი დაგვინახავს. შეგვეშინდა და მეზობელთან გადავედით. ჩემი ქმარ-შვილი ხშირად უცემიათ. პირველი დაპირისპირება ორი წლის წინ, სასტუმროს წინ მოხდა. ჩემი ქმარი შებოჭეს, შვილი კი სასტიკად სცემეს, მიზეზი დღემდე არ ვიცი. არც ის ვიცი, სახელმწიფოსგან დახმარებას მივიღებ თუ არა, ამ საკითხს მამაკაცები გადაწყვეტენ", - აცხადებს დაკავებულის დედა. 

დაკავებულის ოჯახის წევრები ინციდენტში გარდაცვლილის მხარეს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არა ერთი მცდელობის მიუხედავად, კონფლიქტის მეორე მხარე შერიგებაზე ვერ დაითანხმეს. 

გარდაცვლილი ვართან ვარანიანის ოჯახის წევრებმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×