რეზონანსი
10.08.2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი გაიხსნა. დღეიდან, წითელი ზონის სტატუსის მოხსნის შედეგად, ადგილობრივი მცხოვრებლები, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან. ინფორმაციას ქვემო ქართლის რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები, სოფელში არსებული სტაბილური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგების შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე გაუქმდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაიკეტა. ამ პერიოდის განმავლობაში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარე პრევენციული აქტივობების ფარგლებში, სოფელში რამდენჯერმე განხორციელდა PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის კვლევა, დარიგდა სასურსათო პაკეტები და აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ანი   (10.08.2020)
სოფელს ყარაჯალა ჰქვია და არა ყარაჯალარი.

ანი   (10.08.2020)
სოფელს ყარაჯალა ჰქვია და არა ყარაჯალარი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×