რეზონანსი
10.08.2020

"ვახტანგ ყიფიანის საქმეში ცალსახად გამოიკვეთა, თუ რამდენი მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაა საჭირო საკანონმდებლო ბაზაში", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თაღლითობის ფაქტზე დაკავებულ ექიმებთან დაკავშირებით განაცხადა.

ამ საკითხზე ტიკარაძემ დღეს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან შეხვედრისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, უწყება მზადაა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს იმისათვის, რომ საქმეში მეტი სიცხადე შეიტანოს.

"ვახტანგ ყიფიანი უნდა იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა იმ გარკვეულ გაუგებრობაში, სადაც მას დღესდღეობით ეწოდა თაღლითი ექიმის სახელი. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ განსაზღვრული იყოს კომპეტენციები, თუ რომელ ექიმს რა ჩარჩო დოკუმენტიდან რა რეგულაციებით აქვს უფლება, მიიღოს გარკვეული ტიპის პაციენტი და შესაბამისად განახორციელოს გარკვეული ტიპის ჩარევა. მნიშვნელოვანია უმოკლეს ვადაში მომზადდეს ეს რეგულაცია, იმისათვის, რომ ყიფიანის მსგავსად სხვა ექიმებიც არ აღმოჩდნენ მსგავს ვითარებაში", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, პარლამენტმა სამინისტროს მიერ ინიცირებული შესაბამისი კანონპროექტები უმოკლეს ვადაში მიიღოს, რათა მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს არაერთი მსჯელობა სამინისტროს მხრიდან ინიცირებულ კანონზე, რის შედეგადაც სამინისტრო იძულებული გახდა, რომ გამოეწვია კანონი საკანონმდებლო ორგანოდან. ეს უმოკლეს ვადაში უნდა იქნას მიღებული, რათა მსგავსი შემთხვევები დარეგულირებული იყოს რეგულირების სააგენტოს, სამინისტროს, კლინიკასა და პაციენტს შორის მანამ, სანამ ეს მიიღებს მსგავს დრამატულ განვითარებას", - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება კითხვას - არის თუ არა ექიმი ვახტანგ ყიფიანი დამნაშავე? - მინისტრმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ხარვეზების გამო, გარკვეული გადაცდომები იკვეთება, თუმცა საქმის სირთულიდან გამომდინარე, კონკრეტულ შეფასებებს ვერ გააკეთებს. 

"ეს კონკრეტული შემთხვევა არის საკმაოდ კომპლექსური და რთული. აქედან გამომდინარე, მაშინ როდესაც 20 თვეა მიმდინარეობს აქტიური გამოძიება, არ მაქვს უფლება მივიღო კონკრეტული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, იყო ის დამნაშავე თუ არა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×