რეზონანსი
10.08.2020

სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც გუშინ გვიან ღამით ბათუმში მოხდა. მახინჯაურის დასახლებაში მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. გარდაცვლილია ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი.

დაღუპულები გადაყვანილი არიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. ოთხი დაშავებული კი მძიმე დაზიანებებით სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×