რეზონანსი
10.08.2020

დეას კაპანაძის სახლის გაჩხრეკაზე არ გიფიქრიათ? – ამ კითხვით მიმართა ნიკა გვარამიამ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედას, რაზეც თეონა თამაზაშვილმა უპასუხა, რომ ის ენდობა დეას, ვინაიდან მის შვილს მასთან მყარი მეგობრობა აკავშირებდა.

„ეს ძალიან უცნაურია“ – აღნიშნა გვარამიამ.

„თქვენ იცით ისეთი რამ თქვენი შვილის შესახებ, რაც ჩვენ მოგვცემდა წინ წასვლის საშუალებას და ამაზე არ ასაუბრეთ ელისო კილაძეც. იქნებ გვითხრათ რაზეა საუბარი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით, რომ სიმართლის დადგენა გინდათ თქვენი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ქალბატონი ელისოც ესე ფიქრობს. მე არ ვიცი, რას გეუბნებათ მანდ, მაგრამ დანამდვილებით ასე ფიქრობს“, – მიმართა ნიკა გვარამიამ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს.

„მე რომ რამე ვიცოდე და არ გავუმხილო საზოგადოებას, მაშინ აქ არ ვიდგებოდი. ნათელი რომ მინდა მოეფინოს, იმიტომ ვდგავარ აქ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს. დეას და თამუნას შორის იმდენად მყარი მეგობრობა იყო, რომ იმედს ვიტოვებ, ის არ მალავს არაფერს“, – აღნიშნა გარდაცვლილის დედამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
linda   (10.08.2020)
გვარამია გეყო მაიმუნობა!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×