რეზონანსი
10.08.2020

ჯავახეთში, რვა აგვისტოს მომხდარი ინცინდენტის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი, სოფელ გულიკამის მკვიდრი ვართან მირანიანია. ის ახალქალაქში თანასოფლელებთან ერთად, გაბიელიანებთან შესახვედრად ჩავიდა.

გავრცელებული ვერსიით, გულიკამელებსა და ახალქალაქელებს შორის, თავდაპირველად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი ინციდენტში ხელკეტები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოჩნდა.

როგორც ქალაქში ამბობენ, მირანიანმა სასტუმროს მეპატრონის ა.გაბრიელიანის მამა დაჭრა, რის გამოც შვილმა 27 წლის გულიკამელ მამაკაცს ესროლა. თანასოფლელების თქმით, მირანიანს შვიდი ტყვია აქვს მოხვედრილი, აქედან ერთი გულის არეში. სწორედ ის აღმოჩნდა სასიკვდილო.

8 აგვისტოს მომხდარი ჩხუბის შედეგად, სხეულის დაზიანებები მიიღო ათამდე პირმა, ვართან მირანიანის ორ მეგობარს ხელი აქვს მოტეხილი. ახალქალაქის ჰოსპიტლის დირექტორის ალექს თოროიანის განცხადებით, მათ სამედიცინო მომსახურება გაეწიათ და მალევე გაეწერნენ.

იხილეთ ბმულზე: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×