რეზონანსი
09.08.2020

ნებისმიერ დაავადებას პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად უნდა მოერიო. ჩაფიქრებული მაქვს, ამ დაავადებას ჩემი ფსიქოლოგიური განწყობით მოვერევი, - აცხადებს ხათუნა ჟორდანია საკუთარ ვიდეომიმართვაში.

"დაახლოებით ერთი კვირაა, ცოტა ყელი მტკივა, მგონია რომ დამეძაბა, თუ დამეჭიმა ყელის ძარღვები. ცოტა კისერიც მტკივა, ცოტა ფეხებიც, მაგრამ მე არ მიყვარს წუწუნი, მძულს. ამ ყველაფერს არ ვიმჩნევ.

დღეს ავდექი და თმა შევიღებე. ვიცოდი, რომ საღამოს კონცერტია, კონცერტზეც გამოვდივარ. სცენაზე ვერ ვგრძნობდი თავს, თუმცა ჩემმა ზურამ დამიყოლია – დღეს დიდი კონცერტია, კიკვიძის ბაღში.

თმა შევიღებე, დავიხატე, ჩავიცვი, მოვწესრიგდი… ყველაფერს ვაკეთებ. ნებისმიერ დაავადებას პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად უნდა მოერიო. ჩაფიქრებული მაქვს, ამ დაავადებას ჩემი ფსიქოლოგიური განწყობით მოვერევი და დავძლევ. თითქოს არ შემიძლია, მაგრამ ყველაფერი გაკეთებული მაქვს და მზად ვარ კონცერტზე წასასვლელად," - ამბობს ჟორდანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×