რეზონანსი
09.08.2020

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პენსიონრებსა და მოქალაქეებს შეხვდა.

გიორგი ვაშაძის თქმით, აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა იხსნას პენსიონრები მძიმე პირობებისგან.„დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის პარტიამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო საპენსიო ასაკის ადამიანები. დოლარში, 86 დოლარი იყო პენსია 2012 წელს, ახლა არის 69 დოლარი. პროდუქტებზე ფასები გაიზარდა 40 პროცენტით, წამლები გაძვირდა 76 პროცენტით.

თუ ფიქრობს საერთოდ ეს ხალხი, როგორ ცხოვრობენ პენსიონერები, რომლებსაც კიდევ 36 პროცენტიანი სესხების გადახდა უწევთ?!

პირობას ვაძლევ პენსიონერებს, რომ სესხებზე პროცენტი ჩამოიწერება დეკემბერში, პენსია ყოველწლიურად გაიზრდება, ქვეყანაში დავიწყებთ წარმოებას, რომელიც ხალხს ასე მძიმედ აწევს. პირველი იანვრიდან 30 პროცენტით გაიაფდება წამლები. ამის პირობას ვდებ, როგორც ქვეყნის მომავალი პრემიერ მინისტრი", - განაცხადა ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
***   (10.08.2020)
საიდან ამდენი ამბიცია, პრემიერიო– ხალხს აღარ ეკითხები გირჩევს თუ არა? რა დამსახურებისთვის უნდა აგირჩიოთ, ფულიანი სპონსორი რომ გყავს იმიტომ? მაგ ჩხარტიშვილმა, გურიიდან ცალ–ცალი კალოშით რომ ჩამოვიდა, ჯობია ის ნაძარცვი მილიარდები დააბრუნოს, ხალხის ქონების თქვენეული პრივატიზაციით რომ ჩაიჯიბა ე.წ. ვაუჩერებით და მერე გაგაპრემიეროს.

1234   (09.08.2020)
თქვენი შექმნილია ეს წამლის კარტელური სისტემა ყოველგვარი რეგულაციების გარეშე: ავერსები, ოქრიაშვილები და ასე შემდეგ. რატომ ღირდა და ღირს წამალი იაფი საქართველოზე ბევრად მდიდარ თურქეთში? იმიტომ რომ თურქეთში, საქართველოსგან განსხვავებით სახელმწიფო არეგულირებს ფასებს. "ნოვატორო", ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო - წაიკითხე თურქეთის კანონი და გადმოიღე. ეს ივანას და ქართულ ოცნებასაც ეხება, თუ მართლა სურთ ხალხის დახმარება ფასების დაწევა.

ბათუ   (09.08.2020)
არასოდეს იოცნებო გიორგი.საქართველოს ყავს ძლიერი პრემიერი და მისი შეცვლა არც შენით და არც სხვათი არ მოხდება.

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×