რეზონანსი
09.08.2020

ახალქალაქში მომხდარი ინციდენტი პოლიტიკას არ უკავშირდება - ამბობს მხარის რწმუნებული. ბესიკ ამირანაშვილმა ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებაც გამორიცხა. რეგიონის პირველი პირის თქმით, ჯავახეთში ადგილი ჰქონდა კრიმინალს, რომელიც აღკვეთილია.

„ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევაა, პოლიტიკას არ უკავშირდება, არც ეთნიკურ ნიადაგზეა. ქალაქში არის რეგიონის პოლიციის მთლიანი შემადგენლობა მობილიზებული. როგორც კრიმინალური პოლიცია, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შემადგენლობა", - აღნიშნა ამირანაშვილმა.ინცინდენტის მეორე დღეს ახალქალაქში ავტომობილების მოძრაობა აღდგა. დარბეული სასტუმრო და სახლები ისევ პოლიციის ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირების დაწყებისას ახალგაზრდა მამაკაცმა სასტუმროს მეპატრონეების მამა დაჭრა, რის გამოც დაშავებულის ახლობლებმა გულიკამის მკვიდრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამის შემდეგ კი გარდაცვლილის თანასოფლელებმა ახალქალაქში სახლების დარბევა დაიწყეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (09.08.2020)
ვეთანხმები გუბერნატორს. ყოველდღიური ჩვეულებრივი მკვლელობაა.

Saertod   (09.08.2020)
Es nabozvari armenebi ertmanets a indoben, simptomatiuria! Qartvelebs ras uzamdnen? Magatze mkacri kontroli unda dawesdes!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×