რეზონანსი
09.08.2020

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კახათში - დაშავებულია ორი ადამიანი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.

"მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა, შედეგად მანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ორივე მათგანი კონტაქტურია, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×