რეზონანსი
08.08.2020

გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მე­გობ­რის, დეა კა­პა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს არა ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე, არა­მედ სხვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დეა კა­პა­ნა­ძემ ჟურ­ნა­ლისტ ელი­სო კი­ლა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. რო­გორც ბა­ჩა­ლიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ჰყვე­ბა, მან არ იცის, თუ სა­ი­დან მო­ვი­და ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე და ვი­ნაა ის.

"არ ვიცი ეს ადა­მი­ა­ნი სა­ი­დან მო­ვი­და, არ იყო ეს ადა­მი­ა­ნი თა­მუ­ნას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი... თა­მუ­ნას ჰყავ­და ერთი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მარ­ტო, რო­მე­ლიც ვიცი და თვი­თო­ნაც გა­მაც­ნო და ახ­ლაც მაქვს იმ ადა­მი­ან­თან კონ­ტაქ­ტი. ეს არ არის ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე, სა­ერ­თოდ, 22-ში თუ 23-ში ბა­ჩა­ნამ რომ მომ­წე­რა, უბ­რა­ლოდ მი­სა­მარ­თი გა­ვუგ­ზავ­ნე, "გი­ფე­ბი" და სუ­რა­თე­ბი ჩა­მი­ყა­რა, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი - შენ ვინ ხარ, შენ­ზე რა­ტომ არ მი­თხრა თა­მუ­ნამ არა­ფე­რი-მეთ­ქი“, - გა­ნა­ცხა­და კა­პა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი შეყ­ვა­რე­ბულს 2018 წელს და­შორ­და. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი ჰყვე­ბა, პირი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბულს უწო­დებს, მას თა­ვად და­უ­კავ­შირ­და და ცდი­ლობ­და მის­გან ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ღო.„კონ­ტაქ­ტში შე­ვე­დი, როცა თა­მუ­ნა მო­ას­ვე­ნეს, ბა­ჩა­ნამ სუ­რა­თე­ბი და "გი­ფე­ბი" ჩა­მიგ­დო, ვენ­დე, მე­გო­ნა, რომ კურ­სე­ლი იყო, ჩვე­უ­ლებ­რივ ავ­ყე­ვი, მი­მო­წე­რა­საც გა­ვა­სა­ჯა­რო­ვებ, ჩემი ტე­ლე­ფო­ნიც აქვს გა­მო­ძი­ე­ბას, არ ვიცი სა­ერ­თოდ ეს ადა­მი­ა­ნი რას წარ­მო­ად­გენს. როცა შევ­ხვდი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ ჩემ­გან ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებ­და. მგო­ნი, მა­რი­ამ ვარ­დი­აშ­ვილ­მა თქვა, კი­თხვებს მის­ვამ­და და არ ვიცი, ვინ იყოო, ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლა და­ი­მა­ტა, ჩემი და თა­მოს სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბი ვინც იყო, ყვე­ლას მი­წე­რა და უს­ვამ­და უამ­რავ კი­თხვას, სულ თა­მუ­ნას გარ­შე­მო“, - გა­ნა­ცხა­და კა­პა­ნა­ძემ.

კი­თხვა­ზე, სჯე­რა თუ არა, რომ თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა თავი მო­იკ­ლა, დეა კა­პა­ნა­ძე აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ­ზე პა­სუხს ვერ გას­ცემს.

"ვერ გაგ­ცემთ მა­გა­ზე პა­სუხს, არ ვიცი",- აღ­ნიშ­ნა თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს სხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად წას­ვლა სურ­და.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნილ მცი­რე ზო­მის ფურ­ცელ­ზე არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი: „ანა­ბარ­ზე თან­ხაა, გა­მო­ი­ყე­ნეთ“, თა­ვად თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×