რეზონანსი
08.08.2020

რამდნეიმე წუთის წინ კომპანია "ZAG"-ის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მამუკა ჭაბაშვილის მტკიცებით, სამართალდამცველებმა კომპანიის თანამშრომელთა სახლებში ჩხრეკა უკანონოდ ჩაატარეს.

განჩინებაში ვერანაირი დასაბუთება ვერ ვნახეთ, საქმის მასალები რა შემხებლობაშია ამ ხალხის ბინების ჩხრეკვასთან დაკავშირებით. საერთოდ არანაირი დასაბუთება არ იყო განჩინებაში, მხოლოდ მშრალად იყო მოყვანილი კანონის მოთხოვნები, - ამბობს ჭაბაშვილი.

"ზაგი" სწორედ ის კომპანიაა, სადაც გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. გამომძიებლებმა თანამშრომლების ტექნიკა და მობილური ტელეფონები ცხედრის პოვნის დღესვე დალუქეს, სახლებში ჩხრეკა კი გუშინ, 7 აგვისტოს ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×