რეზონანსი
08.08.2020

„აგვისტოში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს, ასე დაიწყო ომი საქართველოში”,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

“ამ ომის შედეგად დღეს ჩვენ დაკარგული გვაქვს, უკვე სრულად ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიების 20 პროცენტი, ასობით ჩვენი მოქალაქე დავკარგეთ, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ. ჩვენ, როცა 20 პროცენტის ოკუპირებაზე ვსაუბრობთ, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მხოლოდ მიწაზეა საუბარი, ადამიანებზეა საუბარი. დღეს, საქართველოში, ამ ომის შემდგომ გვყავს 30 000 საკუთარი სახლიდან დევნილი ადამიანი. ეს არის ამ ომის შედეგი. ახლა რაც შეეხება მომავალს, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ  მშვიდობა და მშვიდობიანი ქმედებები, მშვიდობიანი პოლიტიკა, გონივრული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს განვითარება. მშვიდობა, ნებისმიერი განვითარების უპირობო და აუცილებელი პირობაა”, –  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე მაშინდელი რუსეთის ხელმძღვანელობის დავალებით, მათ შორის, ვლადიმერ პუტინის დავალებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (08.08.2020)
სანამ სამშვიდობოების სტატუსი არ მოეხსნებოდა აქ მდგარ რუსის ჯარს, მანამდე ჩვენი მხრიდან ტყვიის გავარდნაც კი ო მ ი ს საბაბს მისცემდა პუტინს--ეს ელემენტარული საკითხი არ იცოდა სააკაშვილმა? სეპარატისტები შანტაჟს ეწეოდნენ --ისროდნენ, მაგრამ ჩვენგან პასუხი დ ა მ ღ უ პ ვ ე ლ ი რომ იქნებოდა შ ტ ე რ მ ა ც იცის!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×