რეზონანსი
08.08.2020

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის ახა­ლი ფი­გუ­რან­ტი მიშო ია­კო­ბი­ძე დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­კი­თხეს. რო­გორც უწყე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ბოლო კო­მუ­ნი­კა­ცია მას­სა და 23 წლის პროგ­რა­მისტს შო­რის 12 ივ­ლისს შედ­გა. ასე­ვე აღ­წე­რა, რო­დის და­ი­წყო და­კარ­გუ­ლი ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი ძებ­ნა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით.

"ორ­შა­ბათს, რო­დე­საც მე შე­ვი­ტყვე თა­მუ­ნას და­კარ­გვის შე­სა­ხებ, ჩემი ძა­ლე­ბით გა­ვე­მარ­თე ხა­ი­შის მი­მარ­თუ­ლე­ბით, იქ სა­დაც კა­მე­რა ფიქ­სირ­დე­ბო­და. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან შე­ვი­ტყვე და გა­ვე­მარ­თე იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სა­ეჭ­ვო ვე­რა­ფე­რი ვნა­ხე. იმა­ვე დღეს დავ­ბრუნ­დი უკან.

მე­ო­რე დღეს გა­ვე­მარ­თე გოლ­თე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, იქაც ვე­ძებ­დი, ვე­რა­ფე­რი ვერ ვნა­ხე სა­ეჭ­ვო" - აღ­ნიშ­ნა ია­კო­ბი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, თუ სა­ი­დან იც­ნობს ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძეს, ია­კო­ბი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან.

"ბა­ჩა­ნაც ასე­ვე ჩემი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლი იყო და აქე­დან გვქონ­და შე­ხე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან. თა­მარ­მა ბო­ლოს 12 ივ­ლისს უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბა მო­მი­ლო­ცა, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე, მო­ვი­კი­თხე და მეტი არა­ფე­რი" - გა­ნა­ცხა­და ია­კო­ბი­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მიშო ია­კო­ბი­ძის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძემ მი­ა­წო­და. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ია­კო­ბი­ძე ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს კარ­გად იც­ნობ­და და გო­გო­ნას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ მისი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ი­წყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×