რეზონანსი
07.08.2020

ევროპარლამენტის წევრის, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელის მარინა კალიურანდის განცხადებით, რუსეთთან ყველა შეხვედრა საქართველოს ტერიტორების ოკუპაციის ხსენებით უნდა დაიწყოს ან უნდა დასრულდეს.

მარინა კალიურანდის თქმით, დღეს სანქციების რეჟიმი რუსეთის წინააღმდეგ არის პრაქტიკული და პოლიტიკური ნაბიჯი.

"როცა ვამბობთ, რომ ვერ შევცვლით რუსეთს, არ ვგულისხმობთ მხოლოდ არსებულ რეჟიმს. ასევე ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა დავსვათ შეკითხვები. ჩვენ, როგორც ევროპარლამენტარებს შეგვიძლია წერილების მომზადება და რეზოლუციების მიღება. მე ესტონეთიდან ვარ, 50 წელი იყო ჩემი ქვეყანა ოკუპირებული. ამიტომ მჯერა ამ პოლიტიკური განცხადებების. ყველა შეხვედრა რუსეთთან უნდა დაიწყოს ან უნდა დასრულდეს საქართველოს ტერიტორების ოკუპაციის ხსენებით. არ უნდა დავიღალოთ ამ საკითხზე საუბრით და უნდა ვეცადოთ რუსეთზე ზეგავლენა მოვახდინოთ.

ვერ შევცვლით რუსეთს, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი გახლავთ აგრესიული, წინასწარ ვერ განჭვრეტადი, ვერ ვხედავთ, რომ რუსული მხრიდან არსებობს სურვილი ოკუპაციის შემდეგ შეცვალოს თავისი ქცევა, მაგრამ ოკუპაციის შემდეგ რა შეცდომაც დავუშვით, გახლავთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, ჩვეულებრივ ურთიერთობებს დაბრუნებოდა რუსეთთან, ვიდრე რუსეთი შეასრულებდა ევროკავშირის მედიაციით მიღწეული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებებს.

დღეს სანქციების რეჟიმი რუსეთის წინააღმდეგ არის პრაქტიკული ნაბიჯი. ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, ეს სანქციები შემოღებული იყო ყირიმის შემდგომ, თუმცა ყველას ესმის, რომ ეს გაცილებით ფართოა, ეს გახლავთ რუსეთის აგრესიული ქცევის გამო," - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით დღეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა. "მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში და დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი" - ამ სახელწოდებით კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამერიკის შეერთებული შტატების ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად უმასპინძლა.

კონფერენციას ბერლინიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ლონდონიდან და პარიზიდან მაღალი დონის ოფიციალური პირებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×