რეზონანსი
07.08.2020

ბეირუთში მომხდარი აფეთქების საქმეზე პორტის ადმინისტრაციის 16 თანამშრომელი დააკავეს. მათ გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას ედავება. ბოლო მონაცემებით, ბეირუთში აფეთქების შედეგად დაიღუპა 157 და დაშავდა 5 000-ზე მეტი ადამიანი. უბედური შემთხვევის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 300 000-ზე მეტი ადგილობრივი.

დედაქალაქზე მიყენებული ზარალი კი 15 მილიარდ დოლარს შეადგენს. 50 000-ზე მეტმა მოქალაქემ პეტიციით მოითხოვა, რომ მომდევნო 10 წლით ლიბანი საფრანგეთის კონტროლის ქვეშ გადავიდეს.

ლიბანელების ნაწილი თვლის, რომ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა დედაქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა ვერ შეძლეს. პარალელურად, მთავრობის მოქმედებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა ბეირუთში საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრაცია მოგვიანებით სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×