რეზონანსი
07.08.2020

იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ბა­თუ­მი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლი 9 და ახალ­ცი­ხი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლი 1 მო­ზარ­დი ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბის დი­აგ­ნო­ზით მკურ­ნა­ლო­ბენ. პა­ცი­ენ­ტე­ბის მშობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა მათ­გა­ნი და­სას­ვე­ნებ­ლად ბა­თუმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

რა შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო მო­ზარ­დე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო - ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა იაშ­ვი­ლის კლინ­კა­ში უჭირთ. რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, ინ­ფექ­ცი­ის წყა­როს და­სად­გე­ნად ანა­ლი­ზე­ბი ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­შია გაგ­ზავ­ნი­ლი და პა­სუ­ხე­ბი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"ჩვენ­თან ამ ეტაპ­ზე მკურ­ნა­ლობს ბა­თუ­მი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლი 9 ბავ­შვი. მათ­გან ორის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბოა. აქვთ თირკმელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი. ანა­ლი­ზე­ბი გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. ინ­ფექ­ცი­ის წყა­როს დად­გე­ნა­ში ჩარ­თუ­ლია რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ისე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი", - აცხა­დე­ბენ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×